იურიდიული პირი

იურიდიული პირი
• განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი საკუთარი ქონების მქონე ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. იურიდიული პირი, რომლის მიზანსაც შეადგენს სამეწარმეო (კომერციული) საქმიანობა, უნდა შეიქმნას მეწარმეთა შესახებ კანონის მიხედვით. იურიდიული პირი, რომლის მიზანსაც არ შეადგენს სამეწარმეო საქმიანობა, შეიძლება არსებობდეს, როგორც კავშირი (ასოციაცია) ან ფონდი.
Source: გზამკვლევი სასამართლო სისტემაში / [მოამზადა ზურაბ გუნცაძემ] - თბ., 2003, – წ. 1,
• განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი საკუთარი ქონების მქონე ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. სახელმწიფო სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობს ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირი. სახელმწიფოს უფლებამოსილებებს ამ დროს ახორციელებენ მისი ორგანოები ისე, რომ ისინი არ წარმოადგენენ იურიდიულ პირებს. იურიდიული პირის ადგილსამყოფელად ითვლება მისი ადმინისტრაციის მდებარეობის ადგილი.
Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужен реферат?

Смотреть что такое "იურიდიული პირი" в других словарях:

  • კერძო პირი — ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ არის საჯარო პირი ან ადმინისტრაციული ორგანო. Source: ირმა მანჯავიძე, ლევან ლაბაური, მარინე კვაჭაძე. ადამიანის უფლებათა დაცვა ჯანდაცვის სფეროში და სიტყვის თავისუფლება თბ., 2006 …   Georgian encyclopedia

  • მემკვიდრე — პირი, რომელზედაც გადადის სამკვიდრო. იგი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი და ხაზინა. მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ ის ფიზიკური პირები, რომლებიც მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის ცოცხლები იყვნენ. ფიზიკური პირი, დაბადებიდან… …   Georgian encyclopedia

  • რეკლამის დამკვეთი — • ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც წარმოადგენს სარეკლამო ინფორმაციის წყაროს მისი შემდგომი წარმოების, განთავსებისა და გავრცელებისათვის. Source: ირმა მანჯავიძე, ლევან ლაბაური, მარინე კვაჭაძე. ადამიანის უფლებათა დაცვა ჯანდაცვის სფეროში და სიტყვის …   Georgian encyclopedia

  • სამოქალაქო მოსარჩელე — სამოქალაქო მოსარჩელეა პირი, რომელსაც უშუალოდ დანაშაულის შედეგად მიადგა ქონებრივი, ფიზიკური ან მორალური ზიანი, რომელმაც წამოაყენა მოთხოვნა ამ ზიანის ანაზღაურების შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე სამოქალაქო სარჩელის წარდგენის გზით და რომელიც… …   Georgian encyclopedia

  • ფონდი — ცნება მოცემულია სამოქალაქქო კოდექსის 30.3 ე მუხლში: „ფონდი არის იურიდიული პირი, როცა ერთი ან რამდენიმე დამფუძნებელი სპეციალური ქონების საერთო საზოგადო სასარგებლო მიზნის მისაღწევად საკუთრებად გადასცემს სუბიექტს, რომელსაც არა ჰყავს წევრი.’’ ამ… …   Georgian encyclopedia

  • არასამთავრობო ორგანიზაცია — • სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე შექმნილი არაკომერციული იურიდიული პირი (ორგანიზაცია) რომლის მიზანია სამოქალაქო ფასეულობების განმტკიცება, დაცვა და ა.შ. Source: სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002, • სოციალური ჯგუფის ერთ… …   Georgian encyclopedia

  • კოლექტიური რელიგიის თავისუფლება — კოლექტიური რელიგიის თავისუფლებით დაცულია რელიგიური და მსოფლმხედველობრივი გაერთიანებების საქმიანობა. აღნიშნული საკუთარი რწმენის სხვადასხვა საშუალებებით გავრცელებას, შიდაორგანიზაციულ საქმიანობას, შიდა წესების შემუშავებას და ორგანიზაციის მართვას… …   Georgian encyclopedia

  • რეკეტული დაჯგუფება — ითვლება თავისი საქმიანობით რეკეტთან დაკავშირებული იურიდიული პირი, აგრეთვე ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირთა ნებისმიერი გაერთიანება. Source: თავისუფლება №8(32)აგვისტო, [თავისუფლების ინსტიტუტი], 2004წ …   Georgian encyclopedia

  • რეკლამის გამავრცელებელი — ფიზიკური ან იურიდიული პირი,რომელიც განათავსებს და/ან ავრცელებს რეკლამას ქონების (მათ შორის, რადიო და ტელემაუწყებლობის ტექნიკური საშუალებების,კავშირგაბმულობის არხების, საეთერო დროის და სხვა საშუალებების) გამოყენებით. Source: ირმა მანჯავიძე, ლევან… …   Georgian encyclopedia

  • რეკლამის მომხმარებელი — ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის საყურადღებოდ და/ან რომელზე შესაბამისი ზეგავლენის მოსახდენადაც ვრცელდება სარეკლამო ინფორმაცია. Source: ირმა მანჯავიძე, ლევან ლაბაური, მარინე კვაჭაძე. ადამიანის უფლებათა დაცვა ჯანდაცვის სფეროში და სიტყვის… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»